понедельник, 11 апреля 2016 г.

ინტელის პროექტი

    დიალოგი მერისა და რიტმისა


   რეფლექსია
 შევისწავლეთ ტექნოლოგიაბით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო  და სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.
  როგორ გამოვიყენებთ ტექნოლოგიებს სწავლების ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.  ასევე შევისწავლე პროექტზე დაფუძნებული ნაშრომის შეფასების ადაპტირება. საავტორო უფლებების დაცვა და მასალის კანონიერი გამოყენება.
     გავეცანი 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებს უწყვეტი განათლების მზაობის დემონსტრირება, ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებიტად გამოყენება.

четверг, 19 декабря 2013 г.

სასწავლო პროექტი - მუსიკალური საკრავები

1. პროექტის  სახელწოდება:  "მუსიკალური საკრავები და მათი ტემბრული გამომსახველობა"
 2. პროექტის  მთავარი  იდეა: მოსწავლეები  მიიღებენ ინფორმაციას მუსიკალური საკრავების მრავალფეროვნებაზე და ტემბრულ თავისებურებებზე.
3.პროექტის  აქტუალობამოხდება მუსიკალური აზროვნების და  სმენის განვითარება.
4. პროექტის  მიზნები: მოსწავლე გასხვავებდეს მუსიკალურ საკრავებს ვიზუალურად, ასევე  ჟღერადობის  მიხედვით და ტემბრული ჟღერადობით. განუვითარდებათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სისტემებით ინფორმაციის მოძიების უნარი.
5.
მონაწილეთა  ასაკი: 13  წელი.
6.
ვადები/ხანგრძლივობა:  1  თვე
7.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეს შესაძლოა გაუჩნდეს  სურვილი რომელიმე საკრავზე სწავლის, ან თვითონ შეძლოს რომელიმე ინსტრუმენტის, მაგალითად პითაგორას მონოქორდის დამზადება.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, თვალსაჩინოებები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ინტერნეტში მოძიებული აუდიომასალები.
9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები): მოსწავლე  მუშაობს  ინდივიდუალურად, აგროვებს ინფორმაციას ინსტრუმენტების შესახებ: რა მასალისგან მზადდება, რა დრო ჭირდება მის დამზადებას, როგორი აგებულებისაა თითოეული მათგანი  როდის წარმოიშვა. ცდილობენ თავად გააკეთონ მუსიკალური  ინსტრუმენტი ინტერნეტსი  მოძიებული მასალების საფუძველზე.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა, ხელოვნება, მათემატიკა
11.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა შალამბერიძე
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nanashalamberidze7@gmail.com