четверг, 19 декабря 2013 г.

სასწავლო პროექტი - მუსიკალური საკრავები

1. პროექტის  სახელწოდება:  "მუსიკალური საკრავები და მათი ტემბრული გამომსახველობა"
 2. პროექტის  მთავარი  იდეა: მოსწავლეები  მიიღებენ ინფორმაციას მუსიკალური საკრავების მრავალფეროვნებაზე და ტემბრულ თავისებურებებზე.
3.პროექტის  აქტუალობამოხდება მუსიკალური აზროვნების და  სმენის განვითარება.
4. პროექტის  მიზნები: მოსწავლე გასხვავებდეს მუსიკალურ საკრავებს ვიზუალურად, ასევე  ჟღერადობის  მიხედვით და ტემბრული ჟღერადობით. განუვითარდებათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სისტემებით ინფორმაციის მოძიების უნარი.
5.
მონაწილეთა  ასაკი: 13  წელი.
6.
ვადები/ხანგრძლივობა:  1  თვე
7.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეს შესაძლოა გაუჩნდეს  სურვილი რომელიმე საკრავზე სწავლის, ან თვითონ შეძლოს რომელიმე ინსტრუმენტის, მაგალითად პითაგორას მონოქორდის დამზადება.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, თვალსაჩინოებები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ინტერნეტში მოძიებული აუდიომასალები.
9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები): მოსწავლე  მუშაობს  ინდივიდუალურად, აგროვებს ინფორმაციას ინსტრუმენტების შესახებ: რა მასალისგან მზადდება, რა დრო ჭირდება მის დამზადებას, როგორი აგებულებისაა თითოეული მათგანი  როდის წარმოიშვა. ცდილობენ თავად გააკეთონ მუსიკალური  ინსტრუმენტი ინტერნეტსი  მოძიებული მასალების საფუძველზე.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მუსიკა, ხელოვნება, მათემატიკა
11.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა შალამბერიძე
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nanashalamberidze7@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий